საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი კომპანია „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი და ენერგეტიკის ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევრები კომპანია „ენ-სი ჯგუფი 2022“-ის დირექტორს გოჩა მუსელიანს შეხვდნენ.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სამუშაო შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „ენ-სი ჯგუფი 2022“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა, სადაც მხარეებმა იმსჯელეს ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნებზე, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობაზე, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებასა და უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის ეფექტიანი პარტნიორული ურთიერთობების ფორმირებაზე.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ენ-სი ჯგუფი 2022“-ს შორის მყარი პარტნიორობის ჩამოყალიბება საშუალებას იძლევა კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათ დასაქმებაზე. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და მკვლევრების ისეთ დიდ პროექტებში ჩართვაზე, რომელსაც „ენ-სი ჯგუფი 2022“ ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ენ-სი ჯგუფი 2022“ შორის მემორანდუმის გაფორმებისას, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის თანამშრომლობა იქნება კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შედგეს ეფექტიანი და ურთიერთსასარგებლო ქმედითი და ნაყოფიერი პარტნიორობა უმაღლეს სკოლასა და ბიზნესს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის მხრიდან სრულ ჩართულობას - ქვეყანაში მიმდინარე ამ მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის დაგეგმვასა და რეალიზებაში თითქმის ყველა ფაკულტეტის სტუდენტები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთვებიან. პროექტი ითვალისწინებს კასკადური ჰესების მშენებლობას შიდა ქართლის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში. ამ დიდი გეგმის განსახორციელებლად კომპანიის წარმომადგენლებს უკვე მეორედ შევხვდით. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ბაზა, შეგვიძლია როგორც სტუდენტების, ასევე მეცნიერ-მკვლევრების ჩართულობით მივაღწიოთ მიზანს, რომლის განხორციელება საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, გოჩა მუსელიანის თქმით, კომპანიის გამართული მუშაობა დიდწილადაა დამოკიდებული კადრების მაღალკვალიფიციურობაზე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ენ-სი ჯგუფი 2022“-ი პროექტის განხორციელებას ადგილობრივი ძალებით გეგმავს.

„შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიისთვის განსაკუთრებულად ღირებულია იმ ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვის მხრივ, რომლებიც განათლებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეუფლებიან. როგორც მან აღნიშნა, განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან, რის შემდგომაც გამორჩეული ახალგაზრდები გრძელვადიანი პერსპექტივით დასაქმდებიან“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება