საქართველოს ტურიზმის სამიტი, „ტურისტერი“ ბრუნდება

საქართველოს ტურიზმის სამიტის (www.tourister.ge), „ტურისტერის“ ჩატარების ახალი თარიღები ცნობილია. ტურიზმის სფეროს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება 20-21 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო „Rooms-ში“ ჩატარდება.

მოგახსენებთ, რომ ტურისტერის ჩატარება 2024 წლის 6-7 დეკემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ჩატარების თარიღმა გადაიწია.

ცვლილებები შევიდა ფესტივალის თემატიკაშიც, რის შედეგადაც სამიტის მთავარი ფოკუსი ტურიზმის მედეგობა იქნება. სწორედ აღნიშნული თემატიკის განხილვაში ჩაერთვებიან ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები და დარგის პროფესიონალები, ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Booking.com, Amadeus, AirDNA და ა.შ.

სამიტზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა არა მხოლოდ მოუსმინოთ ტურიზმის სფეროს წამყვან სპიკერებს, არამედ დაესწროთ პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფებს და მონაწილეობა მიიღოთ ტურიზმის ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის საკითხებზე გამართულ განხილვებში.

ტურისტერი ასევე გთავაზობთ ნეთვორქინგის კარგ შესაძლებლობებს, დაამყაროთ კონტაქტები ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტებთან და მაღალი რგოლის მენეჯერებთან.

სამიტს დაესწრებიან:

  • სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები
  • აკადემიური სფეროს წარმომადგენლები
  • ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები და ასოციაციები

ტურისტერი 2024-ის ორგანიზატორები არიან„ტურიზმის ინსტიტუტი“ (www.tourisminstitute.ge) და ციფრული მარკეტინგის სააგენტო „შინდი (www.shindi.ge ).“

გენერალური სპონსორები - "საქართველოს ბანკი" და "ბეტა პრინტი", ხოლო სპონსორები: სასტუმრო "კოლიზეუმ მარინა", Guru Holding-ი და Exely. "ტურისტერის" მედია მხარდამჭერები BPN.GE, IPN.GE, Ambebi.ge, ტელევიზია Palitranews, Entrepreneur Georgia, BMG Media და Batumelebi გახლავთ.

„ტურისტერის“ ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე: https://www.tourister.ge/

(R)

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!