„ლექს-სენი“ - ხალხი ამ ქვეყანას ეწირება, 500 ლარის დედა ვატირე, 500 და 5 000 ლარზე კი არაა, უსამართლობაზეა საუბარი, მეტი არაფერი

თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ხალხი ამ ქვეყანას ეწირება და რა დონეზე არიან მისულები. 500 ლარის დედა ვატირე, 500 და 5 000 ლარზე კი არაა, უსამართლობაზეა საუბარი, მეტი არაფერი, - ასე შეაფასა მომღერალმა ლექსო ქავთარაძემ („ლექს-სენმა”) სასამართლოს მიერ მისი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმება.

აღნიშნული განცხადება მომღერალმა მედიასთან თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკეთა, სადაც მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პროცესი გაიმართა. ლექსო ქავთარაძე სასამართლომ გასული წლის 29 დეკემბერს, აქციაზე გზის გადაკეტვის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

„2-3 საათიან კონცერტებს ისე ვატარებ ხოლმე, რომ კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს, ერთადერთი მომენტია დღეს, რომ ლაპარაკს, პოზიციის დაფიქსირებას რა აზრი აქვს. რაღაც ძალიან დიდი მასკარადია, მეცინება, იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, არაფრის გამო გაჯარიმებენ.

სხვა რაღაცა უნდა ვიკითხო თქვენთანაც, ყველა ვმუშაობთ ტელევიზიებში.( სასამართლოს გადაწყვეტილებას) კითხვით გავცემ პასუხს - უფროსმა რომ გითხრათ, მიდი, რესპონდენტებს თუ გინდა აგინე, კოლეგებს, რაც გინდა ქენი და პრობლემა არ არის, გარანტიას გაძლევ, დაწინაურდები, ხელფასსაც მოგიმატებო, დაიჯერებთ ამას? ხომ არ დაიჯერებთ? არც არავინ დაიჯერებს და ეს ხალხი, რატომ დააჯერა რეჟიმის მსახურებმა?! რატომ დაიჯერეს, რომ ვიღაც გაძლევს შენ გარანტიას, ადამიანები უსამართლოდ აჯარიმე, გააწამე და ასე, სულ ბედნიერად და კარგად იქნები. აბსურდია. მარტივი ზღაპარია, ერთი დრო არავის შერჩებაო და მართლა, სადმე წერტილი მაინც ხომ იქნება. მერე ეს ცოდვები კუდივით ხომ გამოგყვება, მე ამას ვხვდები.

თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ხალხი ამ ქვეყანას ეწირება და რა დონეზე არიან მისულები. 500 ლარის დედა ვატირე, 500 და 5 000ლარზე კი არაა, უსამართლობაზეა საუბარი, მეტი არაფერი“, - განაცხადა ლექსო ქავთარაძემ.

მომღერალს ეცვა ე.წ. ჰუდი წარწერით „ვისაც ჩვენთან არ უნდა, სხვა გზით იაროს”, რაც მისივე განმარტებით ნიშნავს შემდეგს - „ვისაც საქართველოსთან არ უნდა, სხვა გზით იაროს”.

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში