პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილის მამა გიორგი ოკრიბელაშვილი სასამართლომ 3500 ლარით დააჯარიმა

მოქალაქე გიორგი ოკრიბელაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 3 500 ლარის ოდენობით დააჯარიმა.

როგორც გიორგი ოკრიბელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას პოლიციისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა აქციებზე დაპატიმრებულთა მშობლების შეკრებაზე.

მისი თქმით, მეუღლესთან პირადი, ემოციური საუბარი ჰქონდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.

„მე და ჩემი მეუღლე ვიყავით აქციებზე დაპატიმრებულთა მშობლების შეკრებაზე. აღელვებული ვიყავი. იქიდან რომ მივდიოდით მე, ჩემი მეუღლე და კიდევ ერთი მშობელი ხელებს ვიქნევდი. სწორედ ამ დროს, ხელების ქნევაზე, მე თვითონაც ვერ გავიგე რა ხდებოდა, უცებ დამესხნენ და თავი ამოვყავი მანქანაში. მითხრეს, შეურაცხყოფას გვაყენებდიო და ამ დროს, მეუღლე ველაპარაკებოდი ხელებით. ანუ პირადი საუბარი მქონდა ოჯახის წევრთან.

სიმართლე გითხრათ, სასამართლოსგან ველოდებოდი მაქსიმალურ ჯარიმას 3500-ლარიდან 6000 ლარამდე, ან 2 თვიან პატიმრობას, მაგრამ გაითვალისწინა ჩემი შვილის, ოჯახის მდგომარეობა და მხოლოდ 3500 ლარით დამაჯარიმა”, - განაცხადა გიორგი ოკრიბელაშვილმა.

შეგახსენებთ, ასევე პატიმრობაში იმყოფება მისი შვილი ომარ ოკრიბელაშვილი. მას 2024 წლის 14 მაისს გამართულ აქციაზე პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება