ირაკლი კობახიძე - ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად - ისინი მოქმედებენ დაკვეთებით

აბსოლუტურად არასერიოზულია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. იცით ასევე, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრინციპული გადაწყვეტილებაა, დარჩეს ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მრავალწლიანი მეგობრობის გათვალისწინებით.

„აბსოლუტურად არასერიოზულია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. იცით ასევე, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად. ამ სახელმწიფოებს არ ჰყავთ სუვერენული ხელისუფლებები და ისინი მოქმედებენ დაკვეთებით ზუსტად ისე, როგორც მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა ჩვენ მრავალწლიანი მეგობრობის გათვალისწინებით, რაც გვაკავშირებს ესტონელ ხალხთან, დავრჩებით ამ ქვეყანასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს