მამუკა კომახია - შსს მედავება, რომ დავარღვიე რამდენიმე მუხლი, მათ შორის პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა - ერთი პროცენტითაც კი არ ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ

არცერთ წარდგენილ ბრალში ერთი პროცენტითაც კი არ ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ, - ამის შესახებ "რონდელის ფონდის" მკვლევარმა, მამუკა კომახიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

მისი განმარტებით, შსს მას ედავება 2 თებერვალს, “თბილისი მოლთან” გამართულ აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

კომახიას განმარტებით, საქმეში მის წინააღმდეგ არსებული შსს-ს მტკიცებულება არ არის გამყარებული ფაქტებით და არ წარმოადგენს რეალურ მტკიცებულებას.

“შსს მედავება, რომ რამდენიმე მუხლი დავარღვიე. მათ შორის პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ლანძღვა-გინება და მსგავსი შინაარსის ბრალდებები. დღეს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოხდა და ალბათ, საბოლოო დასკვნას გამოიტანენ 4 მარტს. არცერთ წარდგენილ ბრალში ერთი პროცენტითაც კი არ ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ. ეს არ არის ჩემი პირველი აქცია და მარში, რომელშიც ვმონაწილეობ. ისე, როგორც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, ვარ ამ პროტესტის მონაწილე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემ მიმართ წარდგენილ ბრალში იოტისოდენადაც არ ვფიქრობ, რომ ვარ დამნაშავე, მიჭირს ამ სიტყვის თქმა”, - განაცხადა მამუკა კომახიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს