სახალხო დამცველის აპარატი - აფგან სადიგოვი აგრძელებს სრულ შიმშილობას - სამედიცინო ბარათის თანახმად, ფიქსირდება წონის გამოხატული კლება

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე აფგან სადიგოვი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პატიმარს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე დღეა, მისივე თანხმობით, მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. თუმცა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე კვლავ უარს აცხადებს.

“2025 წლის 12 თებერვალს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა N18 პენიტენციურ დაწესებულებაში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე აფგან სადიგოვი მოინახულეს.

გაესაუბრნენ ასევე, N18 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მოადგილეს და პატიმრის მკურნალ ექიმს. აპარატში დასაქმებული ექიმი აფგან სადიგოვის სამედიცინო დოკუმენტაციასაც გაეცნო. აფგან სადიგოვი აგრძელებს სრულ შიმშილობას, მის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საექსტრადიციო საქმისწარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

სამედიცინო ბარათის თანახმად, ფიქსირდება წონის გამოხატული კლება. ექიმის მოსაზრებით, სხვა მონაცემები ამ ეტაპზე, სახიფათო არ არის, თუმცა არც უეცარი გართულებები გამოირიცხება.

სამედიცინო პერსონალის განმარტებით, პატიმარს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე დღეა, მისივე თანხმობით, მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. თუმცა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე კვლავ უარს აცხადებს.

სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ აფგან სადიგოვს მიეწოდა ინფორმაცია შიმშილობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. დამატებით, ინფორმაცია მიეწოდა ასევე სახალხო დამცველის აპარატში მის განცხადებებთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირებისა და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატმა დამატებით უკვე გამოითხოვა პატიმრის სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად. სახალხო დამცველი განაგრძობს აფგან სადიგოვისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება