„თბილისი ენერჯი“ – საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 18 :00 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 91 700 აბონენტს - რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს

საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 18 :00 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 91 700 აბონენტს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დარჩენილი 16 000 -მდე აბონენტის ჩართვა. აქტიური სამუშაოები გრძელდება.

„რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც.

კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება