სახალხო დამცველმა რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებზე შეხვედრა გამართა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებზე შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენმა რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ამ მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა მიმოიხილა.

“2025 წლის 12 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ორგანიზაცია „გიყვარდეს შენი მეზობელი თემის“ დამფუძნებელს ვეიდ კუსაკს, ორგანიზაცია „რელიგიის თავისუფლების სამდივნოს“ დამფუძნებელს გრეგ მიტჩელს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ამ მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა მიმოიხილა; ისაუბრა ასევე, ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში ასახული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით რელიგიურ უმცირესობათა საკითხებთან დაკავშირებით მომზადებულ რეკომენდაციებზე.

ვეიდ კუსაკმა და გრეგ მიტჩელმა ტოლერანტული გარემოს შექმნისა და გამყარებისთვის რელიგიათა შორის დიალოგის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება