„თბილისი ენერჯი“ – ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი - ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ

კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 20:30 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 105 955 აბონენტს.

„ნუცუბიძეზე მიმდინარეობს დარჩენილი 380, საბურთალოზე კი 2 616 აბონენტის ჩართვა. სულ, ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ამ დროისთვის ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი. სამუშაოები გრძელდება.

რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც.

ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება