დონალდ ტრამპი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე - არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია

არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შეეწინააღმდეგება თუ არა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.

მისი თქმით, დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება და ის ამას ეთანხმება.

„არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია. ვიცი, რომ თავდაცვის ახალმა მდივანმა, რომელიც არის შესანიშნავი, პიტ ჰეგსეტმა, გააკეთა განცხადება დღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მას მიაჩნია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა ან არაპრაქტიკული. ვფიქრობ, ეს ალბათ ასეა. დიდი ხანია ამბობენ, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა და ამას ვეთანხმები“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, კითხვაზე, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს უკრაინის საზღვრები, თუ ომი დასრულდება - იქნება თუ არა რუკები ისეთი, როგორც 2014 წლამდე, ტრამპმა უპასუხა:

"ეს, რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა. მათ აიღეს ბევრი მიწა და იბრძოდნენ ამ მიწისთვის და დაკარგეს ბევრი ჯარისკაცი. ამ მიწის ნაწილი უკრაინას დაუბრუდნება“.

ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არარეალურია. კერძოდ, მისი თქმით, აშშ-ს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების რეალურ შედეგად არ მიაჩნია. მისივე თქმით, უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალური მიზანია.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო