ანალენა ბერბოკი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებზე - მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ერთად შეიძლება და ეს ნიშნავს: უკრაინასთან და ევროპელებთან ერთად

მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ერთად შეიძლება და ეს ნიშნავს: უკრაინასთან და ევროპელებთან ერთად - ჩვენ ერთად უნდა დავადგეთ ამ გზას, რათა ევროპაში მშვიდობა დაბრუნდეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა POLITICO-ს მას შემდეგ განუცხადა, რაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა და ტრამპმა რუს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრაც დააანონსა.

POLITICO-ს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟეც ესაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინას ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამასთან, მისი თქმით, წარმატებული სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, საჭიროა რუსეთის ბრძოლის ველზე დასუსტება, რადგან რუსეთს მშვიდობა უნდა აიძულონ.

„რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტება მშვიდობისკენ მიმავალი გზაა. უკრაინის სიძლიერეში ინვესტიცია მშვიდობაში ინვესტიციაა. რუსეთის დასუსტება კი მშვიდობაში ინვესტიციაა. სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება ამაში მნიშვნელოვანი ელემენტია“, - აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონი საუბარს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა : ”ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვჭირდება. სამართლიანი მშვიდობა. უკრაინამ, ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა ერთად უნდა იმუშაონ ამაზე. ერთად."

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს