ნიდერლანდები უკრაინას YPR-ის ჯავშანმანქანებს გადასცემს

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ნიდერლანდებმა კიევისთვის ახალი სამხედრო დახმარება გამოაცხადა, რომელიც დაჭრილების ევაკუაციისთვის განკუთვნილ ჯავშანტექნიკასაც მოიცავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა YPR-ის ტიპის 25 ერთეულ ჯავშანმანქანას მიიღებს.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა, ჩეხეთთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, უკრაინას დაპირებული T-72 ტიპის საბრძოლო ტანკები გადასცა. ამასთან, ბრეკელმანსმა დაადასტურა, რომ უკრაინამ, ცოტა ხნის წინ, ნიდერლანდური F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ახალი პარტია მიიღო.

„განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინელები ფრონტის ხაზზე იბრძვიან, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა შეუფერხებლად. რუსეთის წინააღმდეგ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ძალით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნიდერლანდები უკრაინას, საერთო ჯამში, 10 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას დაჰპირდა, საიდანაც 6 მილიარდი უკვე გამოყენებულია.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა