ილონ მასკი - აშშ-ის ფედერალური მთავრობის სააგენტოების გაუქმება გვჭირდება

აშშ-ის ფედერალური მთავრობის სააგენტოების გაუქმება გვჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ხალხის მმართველობის, დემოკრატიის ნაცვლად ბიუროკრატიის მმართველობა გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენ მთელი სააგენტოების გაუქმება გვჭირდება და არა ბევრი მათგანის დატოვება. თუ ჩვენ სარეველას ფესვებს არ ამოვთხრით, მაშინ სარეველა კვლავ ადვილად ამოვა“, - განაცხადა ილონ მასკმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით ნაკლებად დაინტერესებულია“.

„USAID-ს დიდი ყურადღება დაეთმო, მაგრამ ასევე, არსებობს „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) და მე ვამბობ, რა დემოკრატიას მიაღწიეს მათ ამ ბოლო დროს?“ - აღნიშნა ილონ მასკმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს