ორგანიზაცია „დამკვირვებლების“ თავმჯდომარე - 15 თებერვალს ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა გაიმართება

15 თებერვალს, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც ორგანიზაცია „დამკვირვებლების“ თავმჯდომარემ, ტატო ქელბაქიანმა განაცხადა, დღეს, საქართველოს ხელისუფლება რუსული სცენარით ახორციელებს რეპრესიებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ამკაცრებს კანონმდებლობას და ცდილობს, ქვეყანა კრემლის გავლენის ქვეშ შეიყვანოს.

მისივე თქმით, წინააღმდეგობის გარეშე ქვეყანა საბოლოოდ ჩამოშორდება ევროპულ მომავალს და რუსეთის კოლონიად გადაიქცევა, ამიტომ საზოგადოებას 15 თებერვალს მასშტაბური აქციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

„საქართველო დგას გადამწყვეტ საფეხურზე – ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა!

დღეს, საქართველოს ხელისუფლება რუსული სცენარით ახორციელებს რეპრესიებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ამკაცრებს კანონმდებლობას და ცდილობს, ქვეყანა კრემლის გავლენის ქვეშ შეიყვანოს!

თუ არ გავაპროტესტებთ, საქართველო გადაიქცევა პუტინის რუსეთის ანალოგიურ დიქტატურად, სადაც: დაპატიმრებები და რეპრესიები გახდება ყოველდღიურობა, სიტყვის თავისუფლება დაიხშობა, მედია კი სრულად დაექვემდებარება რეჟიმს, შეკრებისა და პროტესტის უფლება აღარ იარსებებს, ქვეყანა საბოლოოდ ჩამოშორდება ევროპას და აღმოჩნდება რუსეთის ბნელი გავლენის ქვეშ!

ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის! თუ ახლა არ შევაჩერებთ ამ პროცესს, ხვალ გვიანი იქნება!

15 თებერვალს, ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა გაემართება“, - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.

ინფორმაციის, დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს მასშტაბური აქცია იგეგმება. აქცია 18:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის პერფორმანსებიც.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება