ბაზისბანკთან პარტნიორობით ქუთაისში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, განაგრძობს დეველოპერული პროექტების მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით დეველოპერული კომპანია ლუჯი ჰაუსი პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსს სულიკო რეზიდენსს აშენებს. ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, 14 სართულიანი რეზიდენციის მშენებლობა 2027 წელს სრულდება.

საცხოვრებელი კომპლექსი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს. 65 კვადრატული მეტრიდან ბინები გამორჩეულია პრაქტიკული დაგეგმარებით და ქუთაისის მზიანი, პანორამული ხედებით.

პროექტის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი ობიექტი თავმოყრილია მიმდებარედ, როგორიცაა სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები და მრავალფეროვანი სავაჭრო ცენტრები. რაც დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო, ენერგია, შეამციროთ ხარჯები და თქვენი ყოველდღიურობა მაქსიმალურად გაიმარტივოთ.

საცხოვრებელი კომპლექსის უნიკალურობას ასევე განაპირობებს ეკომეგობრული გარემო და 1800 კვ.მ კეთილმოწყობილი სკვერი, რომელიც მომავალ მაცხოვრებლებს რეკრეაციულ ზონაში განტვირთვის საშუალებას მისცემს.

ბაზისბანკი, ლუჯი ჰაუსის საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შესაძენად მარტივ იპოთეკურ სესხს გთავაზობთ. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება