კანადის თავდაცვის მინისტრი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებებზე - აუცილებელია, რომ უკრაინა ამ მოლაპარაკების ნაწილი იყოს

კანადას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ვიქნებით უკრაინის გვერდით, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა, - ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, ბოლო თითქმის სამი წლის განმავლობაში ალიანსი საოცრად ძლიერი და მტკიცეა, რომ უკრაინას მიაწოდოს ის საშუალებები, რაც მას ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო შეჭრისგან თავის დასაცავად ესაჭიროება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, უკრაინა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში იყოს ჩართული.

„გვაქვს მიმდინარე დისკუსიები აშშ-ს პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის. ჩვენი გადმოსახედიდან, აუცილებელია, რომ უკრაინა ამ მოლაპარაკების ნაწილი იყოს და ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, რათა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში იყვნენ“, - აღნიშნა ბილ ბლერმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია