მამუკა მდინარაძე - ყოველ ორ-სამ წელიწადში გამოვარდება ხოლმე „ნიუსი“: მდინარაძე მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო - ტრამპი და პუტინი მსოფლიოს ახალ არქიტექტურაზე ლაპარაკობენ და ესენი მე დამდევენ, ვის ბიძას და ბიცოლას ვიცავდი ადვოკატობის დროს

ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება ხოლმე „ნიუსი“: მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა, მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! სხვათა შორის, მართალი იყო და გამართლდა კიდეც! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წარსულში ის ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო.

მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციით, ოპონენტები თავადვე ადასტურებენ, რომ ისე ცხოვრობს და აკეთებს საკუთარ საქმეს, რომ მასზე მეტი „კომპრომატი“ ვერ იპოვეს. ასევე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ „გასაშავებლად“ სხვას რომ შენს თანამოაზრეობას აბრალებ, „თვითლუსტრაციასა და მძიმე კომპლექსებზე მეტყველებს“.

„ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე „ნიუსი: მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! (სხვათა შორის მართალი იყო და გამართლდა კიდეც!)

ყოველთვის ასე ვიქცეოდი და მომავალში რომ დავუბრუნდე ჩემს ძველ პროფესიას - ჯგუფელს, კურსელს, კლასელს, მეგობარს და ა. შ. ნამდვილად არ ვეტყვი უარს დაცვაზე თუ ეს თავად „ნაცების“ ოდიოზურ, მწამებელ და ქვეყნის მოღალატე ლიდერებს არ შეეხება (თუმცა მათაც აქვთ დაცვის კონსტიტუციური უფლება და მათ დამცველებსაც კი ვერავინ დაამუნათებს ადვოკატობისთვის, ისევე როგორც რომელიმე მათგანის ექიმს, მოძღვარს და ა. შ. ამას ცალკე, არაფაშისტური შეგნება ჭირდება).

„ნაცების“ ერთ-ერთი პირველი, უკანონოდ დაკავებული და უდანაშაულო პატიმარი რომ ვიყავი, ის კადრები „რატომღაც“ არასდროს „გაუნიუსებიათ“.

გულწრფელად მიხარია, რომ თავადვე მიდასტურებენ - ისე ვცხოვრობ და ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომ ამაზე მეტი „კომპრომატი“ ვერასდროს ვერაფერი მიპოვეს.

„ნაცებს“ და განსაკუთრებით „ნაცებთან“ მოღალატეებს წუხელ ძალიან გაუხარიათ სოც. ქსელებში. საკუთარი კომპლექსების მოხსნის და ბინძური შავი პიარის ყველაზე უცნაური ფორმა აქვთ არჩეული - ეგ ჩვენიანი იყოო (მტყუანზე დააგინებ და მთელი ცხოვრება მაგას დაგიტრიალებენ, იგინებაო).

ისე, რანაირი გარეწარი, თვითლუსტრირებული და მძიმედ დაკომპლექსებული უნდა იყო ადამიანი, გასაშავებლად სხვას შენი თანამოაზრეობა დააბრალო.

ამასობაში ტრამპი და პუტინი მსოფლიოს ახალ არქიტექტურაზე ლაპარაკობენ და ესენი მე დამდევენ, ვის ბიძას და ბიცოლას ვიცავდი ადვოკატობის დროს“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი