პაატა მანჯგალაძე - თუ მზისგან შორს დადგები და გაიყინები, ეს მზის ბრალი კი არაა, ეს შენი ბრალია - თუ ისე იქცევი როგორც არაა დადგენილი და მიღებული ევროპული სტანდარტით, ბუნებრივია, სანქციებს დაგიწესებენ

თუ მზისგან დადგები შორს და გაიყინები, ეს მზის ბრალი კი არაა, ეს შენი ბრალია. თუ ისე იქცევი როგორც არაა დადგენილი და მიღებული ევროპული სტანდარტით, ბუნებრივია, სანქციებს დაგიწესებენ. ეს იმ ხალხის ბრალი კი არაა, ვისაც სცემენ, ეს ვინც სცემს იმის ბრალია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია შეაფასა, რომელსაც კენჭი დღეს უნდა ეყაროს.

ამასთან, მანჯგალაძის თქმით, ეს რეზოლუცია ზუსტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესს.

„ეს [რეზოლუცია] არის ის, რასაც 77 დღეა საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტად ითხოვენ. ამის გამო, მოძალადე რეჟიმი, ადამიანებს აჯარიმებს, ატყვევებს, სახის ძვლებს უმსხვრევს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები საბოლოოდ გაიზიარებენ იმ რეზოლუციას, რომელიც გამოხატავს ხალხის სურვილს. ხალხი ამბობს, რომ დაისაჯოს ყველა მოძალადე, ვინც საკუთარ მოქალაქეებზე ხელი აღმართა, ადამიანებზე ფიზიკურად იძალადა, მათ შორის, ბრძანების გამცემი პირები დასანქცირდნენ. ასევე, საუბარია იმაზე, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს ყველაფერი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა ადამიანებმა, ვინც ძალაუფლება მიიტაცა, ვინც ძალადობს ხალხზე, იცოდნენ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება. ჩვენ ვნახავთ, რომ მხარდაჭერა ექნება იმ რეზოლუციას, რომელიც გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესს. ახალი არჩევნები და ყველა იმ მოძალადის დასანქცირება, ვინც საკუთარ მოქალაქეებს უსწორდება ფიზიკურად.

„ქართულ ოცნებას“ სუვერენიტეტი ესმის, საკუთარი მოქალაქეების როგორც მოუნდება და რამდენჯერაც მოუნდება იმდენჯერ ცემად. თუ ასე მივიჩნევთ ამ სუვერენიტეტს, მაშინ ევროპის ნაწილი ვერ გავხდებით. ევროპაში საკუთარ ხალხს უსმენენ და არავინ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ იყენებს ასეთ ტოტალურ ძალას.

თუ მზისგან დადგები შორს და გაიყინები, ეს მზის ბრალი კი არაა, ეს შენი ბრალია. იგივე ხდება ევროპის შემთხვევაშიც. ძალიან მარტივია - თუ ისე იქცევი როგორც არაა დადგენილი და მიღებული დემოკრატიული სტანდარტით, ევროპული სტანდარტით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით, ბუნებრივია, სანქციებს დაგიწესებენ. ეს იმ ხალხის ბრალი კი არაა, ვისაც სცემენ, ეს ვინც სცემს იმის ბრალია. ეს რეზოლუცია ზუსტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი დღეს რეზოლუციის პროექტს - „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ“ უყრის კენჭს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის