თენგიზ შარმანაშვილი - მოლოდინი იგივეა, რაც წინა ხუთი რეზოლუციის დროს იყო - თურმე ეუთო\ოდირის დასკვნაზე უფრო ფასეული ყოფილა ჩვენი მხრიდან ზოგიერთი „ვაი პოლიტიკოსის“ აღქმებიდან გამომდინარე რაღაც ნარატივები

მოლოდინი იგივეა, რაც წინა ხუთი რეზოლუციის დროს იყო - თურმე ეუთო\ოდირის დასკვნაზე უფრო ფასეული ყოფილა ჩვენი მხრიდან ზოგიერთი „ვაი პოლიტიკოსის“ აღქმებიდან გამომდინარე რაღაც ნარატივები, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციას, რომელიც არა ფაქტებს, არამედ აღქმებს და წინასწარ პოლიტიკურ აკვიატებულ იდეებს ეფუძნება, მათთვის „ჩალის ფასი“ აქვს.

„მოლოდინი იგივეა, რაც წინა ხუთი რეზოლუციის დროს იყო. ეს ადამიანები თავის გადაწყვეტილებაში სუვერენული და დამოუკიდებლები არ არიან. ისინი პირდაპირ ექვემდებარებიან იმ ძალებს, რომლებსაც ჩვენ “დიფ სთეითს” ვეძახით. არანაირი ფაქტები [არ აქვთ]. ჯერ ამბობდნენ, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებაო, შემდეგ არ მოეწონათ ეს დასკვნა და რა სიტყვებით არ მოიხსენიეს. თურმე ეუთო\ოდირის დასკვნაზე უფრო ფასეული ყოფილა ჩვენი მხრიდან ზოგიერთი “ვაი პოლიტიკოსის” აღქმებიდან გამომდინარე რაღაც ნარატივები. ჩვენ ვამბობთ, რომ რეზოლუცია, რომელიც არა ფაქტებს, არამედ აღქმებს და წინასწარ პოლიტიკურ აკვიატებულ იდეებს ეფუძნება, ჩვენთვის “ჩალის ფასი” აქვს და არ შეიძლება, სხვანაირად იყოს”, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი დღეს რეზოლუციის პროექტს - „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ“ უყრის კენჭს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს