„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო

„პროკრედიტ ბანკისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანამშრომლობით, ევროკავშირის და შვედეთის მხარდაჭერით ქალი მეწარმეებისთვის დაკრედიტების სპეციალური პირობები და დამატებითი საკონსულტაციო და სატრენინგო სერვისები გახდა ხელმისაწვდომი. დაფინანსების პროგრამა, ქალები ბიზნესში (WiB) ფონდის ფარგლებში მოქმედებს და საწყის ეტაპზე, 5 მილიონი ევროს ოდენობით საკრედიტო რესურსია გამოყოფილი. დაფინანსების სპეციალური პირობები პროკრედიტ ბანკისგან გულისხმობს სესხზე შემცირებულ საპროცენტო განაკვეთს - სტანდარტულს -0,5% და შეღავათს გირაოსა და გაცემის საკომისიოზე. დამატებით, ბიზნეს მომსახურე პაკეტით სარგებლობა ქალ მეწარმეებს ყოველთვიური ღირებულების განახევრებული ტარიფით შეუძლიათ. პროგრამის არაფინანსური სარგებელი მოიცავს, სტრატეგიულ ტრენინგებსა და ვორქშოპებში მონაწილეობს, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიც არის ლიდერობა და მართვა, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია, ფინანსური მენეჯმენტი და სხვა.

ქალი მეწარმეები, რომლებიც დააკმაყოფილებენ EBRD-ის შერჩევის კრიტერიუმებს, პროგრამის ფარგლებში, შეძლებენ ისარგებლონ თანადაფინანსებით საკონსულტაციო სერვისებზე დიჯიტალიზაციის, ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ასევე, სტრატეგიის, მარკეტინგული კომუნიკაციის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და ბიზნესის ფუნქციონირების ყველა საჭირო მექანიზმის გასამართად, რაც კომპანიის სწორ და ეფექტურ ფუნქციონირებას განაპირობებს.

პროგრამაში ჩასართავად საჭიროა, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორთა საბჭოს 50%-ს და მეტს ქალი დირექტორები შეადგენდნენ. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა პროკრედიტ ბანკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკი არაერთ პროექტს ახორციელებს. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებით, კი ბანკი მეტად შეუწყობს ხელს ქალების როლის გაძლიერებას ეკონომიკაში.

მათ, ვისაც სურთ, დაფინანსების ახალი შესაძლებლობით განავითარონ ბიზნესი, და/ან მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ტრენინგებისა და საკონსულტაციო პროექტების შესახებ, საჭიროა გაიარონ კონსულტაცია პროკრედიტის ბიზნეს მრჩევლებთან.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს