პეტრე ცისკარიშვილი - ჰელსინკის კომისიის შეშფოთების მთავარი საგანი ისაა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს „ქართული ოცნება“ წყალში ყრის და ქვეყანას ჩრდილოეთისკენ აბრუნებს

ჰელსინკის კომისიის შეშფოთების მთავარი საგანი მაინც ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს წყალში ყრის „ქართული ოცნება“, თან ეს ხდება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია აშშ-ს მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს წყალში ყრის, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ და ინსტიტუციურ განვითარებასა და უსაფრთხოებას ხმარდებოდა და საქართველოს „ჩრდილოეთის მიმართულებით აბრუნებს“.

“ჰელსინკის კომისიის მხრიდან ამ შეშფოთების მთავარი საგანი მაინც ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებს კოლოსალური ინვესტიციები აქვს ჩადებული საქართველოში, რაც ხმარდებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარებას, ინსტიტუციურ განვითარებას, უსაფრთხოებას და ამ ყველაფერს წყალში ყრის “ქართული ოცნება”, აბრუნებს ჩრდილოეთის მიმართულებით და თან ეს ყველაფერი ხდება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას და „ქართული ოცნება“ ქვეყნის რუსეთისკენ მითრევას ცდილობს.

„საქართველოს რესპუბლიკა გზაგასაყარზე დგას, როდესაც “ქართული ოცნების” პარტია ცდილობს ქვეყნის რუსეთისკენ მითრევას და მის არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორებას”,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს