ზაზა ვაშაყმაძე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ დღეს „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის" უფროს მეცნიერს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელს, ორგანიზაცია „გიყვარდეს შენი მეზობელი თემის" დამფუძნებელს, ვეიდ კუსაკსა და „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების მრგვალი მაგიდის" თანათავმჯდომარეს, გრეგ მიტჩელს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ტოლერანტული გარემოს შექმნისა და გამყარებისთვის საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და რელიგიათა შორის დიალოგის მნიშვნელობა.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციას, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი" - ორწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ: 2023 წელს მათ ჩაატარეს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „რელიგია და კანონის უზენაესობა", 2024 წელს კი - „რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია