ბადრი ჯაფარიძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა - ახალი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია უმწვავესი კრიზისიდან

უნდა მოვახერხოთ და „ქართული ოცნება" ვაიძულოთ, დანიშნოს ახალი არჩევნები, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი უმწვავესი კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისიდან, - ამის შესახებ ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" მხარდამჭერები გონს უნდა მოეგონ და შექმნან წნეხი ივანიშვილზე, აიძულონ, ახალი არჩევნები დანიშნოს.

„ეს არის რეზოლუცია, რომლის მსგავსი სიმწვავის გადაწყვეტილება ჯერ არ გვინახავს. ეს არის შედეგი სწორედ ძირგამომთხრელი საქმიანობის, რომელსაც „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ეწევა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დესტრუქციული, დამანგრეველი მოქმედების შედეგი. რეზოლუციაში ასახულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა მის წევრ ქვეყანას, არ აღიაროს დე ფაქტო ხელისუფლება. უწოდებს მას თვითმარქვია ხელისუფლებას, თვითდანიშნულ თანამდებობის პირებს, ამავდროულად მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ორმხრივ საფუძველზე გამოიყენოს ყველა შესაძლო სასანქციო მექანიზმი და იწონებს ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ჩეხეთის მიერ მიღებულ ორმხრივ სანქციებს.

ამავდროულად, საუბარია იმაზე, რაც ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის - ეს არის ის უდიდესი სიკეთეები, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა თავისი შრომის, სისხლის ფასად - ევროკავშირთან დაახლოება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, უვიზო გადაადგილების საშუალება. ყველაფერი ეს "ქართულმა ოცნებამ" საფრთხის ქვეშ დააყენა. სწორედ ესაა რეზოლუციაში ასახული, რომ თუ ივანიშვილი არ დანიშნავს ახალ არჩევნებს, არ იქნება შეთანხმება, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, განიხილოს იმ უდიდესი სიკეთეების გაუქმება, რომელიც ჩვენი ხალხისთვის მართლაც ასეთი სანუკვარი იყო და ამდენი შრომის შედეგად იქნა მიღწეული. ეს არ უნდა დავუშვათ. უნდა მოვახერხოთ, რომ "ქართული ოცნება" ვაიძულოთ, შეასრულოს ამ რეზოლუციით გათვალისწინებული მოთხოვნა - დანიშნოს ახალი არჩევნები, რადგან, ეს არის ერთადერთი გამოსავალი უმწვავესი კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" შეგვიყვანა. ახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, თავისუფალ და სამართლიან პირობებში უნდა ჩატარდეს. ამავდროულად ყველას უნდა ესმოდეს, მათ შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, რომლებიც აფინანსებენ "ქართული ოცნების" რეპრესიულ რეჟიმს და თანამონაწილეები არიან რეპრესიების, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხორციელდება, რომ მათ ასევე ემუქრებათ სანქციები. ამიტომ ისინი გონს უნდა მოეგონ და შექმნან წნეხი ივანიშვილზე და მის გადაწყვეტილებაზე, რომ აუცილებლად უახლოეს ვადაში, იმისთვის, რომ ვითარების კიდევ უფრო გაუარესება არ მოხდეს და არ განიხილოს ევროკავშირმა ჩვენი ქვეყნისთვის იმ სიკეთეების გაუქმება, რისთვისაც წლების განმავლობაში ვიბრძოლეთ, აიძულონ ივანიშვილი, დანიშნონ ახალი არჩევნები. ეს იქნება ერთადერთი სწორი პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვიმყოფებით“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო