მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვის შემდეგ - ხელისუფლებისთვის სხვა აზრის მქონე ადამიანი მიუღებელია, ამიტომ ჩემს კომენტარებს თვლიან მუქარად - არ მიმაჩნია მუქარად, რასაც სწორად ვთვლი, იმას ვაკეთებ

მუქარის შემცველ კომენტარებზე იყო კითხვები. მე ვუპასუხე, რომ მე არ მიმაჩნია ეს მუქარად, რასაც სწორად ვთვლი, იმას ვაკეთებ , - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, კითხვები დაისვა ასევე, მის მიერ საზოგადოებისთვის აქციებზე გამოსვლის მოწოდების შესახებ.

„კითხვები დაისვა, მოუწოდებთ თუ არა საზოგადოებას, გამოვიდეს აქციებზე. როცა „პოსტს“ ვაქვეყნებ შეგნებულად მუქარის შემცველი ტონით რატომ ხდება. მე ავუხსენი, რომ ჩემი ქართული თქვენთვის შეიძლება იყოს მუქარის ტონი, მაგრამ ჩემი ქართულით არ არის.

ყველასთვის ცხადია, რომ ჩემს გვერდზე ყოველთვის იქნება მოწოდება, რომ გამოვიდნენ აქციებსა თუ დემონსტრაციებზე. ეს ყოველთვის ხდება. უფრო მუქარის შემცველ კომენტარებზე იყო კითხვები. მე ვუპასუხე, რომ მე არ მიმაჩნია ეს მუქარად, რასაც სწორად ვთვლი იმას ვაკეთებ, უბრალოდ ხელისუფლებისთვის ნებისმიერი სხვა აზრის მქონე ადამიანი მიუღებელია, ამიტომაც ჩემს კომენტარებს თვლიან მუქარად.

არასდროს დამიმალავს და არც ახალ დავმალავ, ბევრჯერ მითქვამს, შევეწინააღმდეგოთ. არსად ნარ ყოფილა ნახსენები რაიმე სახის იარაღი, ვამბობ, რომ უბრალოდ შევეწინააღმდეგოთ. ეს არ არის საკმარისი ჩვენი სიმართლე რომ დავამტკიცოთ, რათა ბრძოლას ჰქონდეს აზრი. იარაღთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს