საია - თემურ ქათამაძეს უტარებენ მხოლოდ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგს, რაც არ არის საკმარისი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასებისთვის

თემურ ქათამაძეს უტარებენ მხოლოდ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგს, რაც არ არის საკმარისი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასებისთვის, - ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შიმშილობის ამ ეტაპზე, მოშიმშილე პირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრულყოფილი სამედიცინო დახმარება.

„დღეს თემურ ქათამაძის შიმშილობის 28-ე დღეა. იანვარში გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტები ადვოკატს 12 თებერვალს ჩაბარდა. აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დაწესებულებაში მას უტარებენ მხოლოდ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგს, რაც არ არის საკმარისი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასებისთვის.

შიმშილობის ამ ეტაპზე, მოშიმშილე პირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრულყოფილი სამედიცინო დახმარება, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება.

თემურ ქათამაძე მიიჩნევს, რომ იგი იდევნება თავისი განსხვავებული მოსაზრებების გამო და აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების სტატუსის მოსაპოვებლად. ამასთან, იგი დახმარებისთვის მიმართავს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს.

თემურ ქათამაძე მუდმივად უსვამს ხაზს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში დარჩენა და დიასპორისთვის საქმიანობა. ამასთან, მისივე თხოვნით, ადვოკატმა საპატრიარქოსაც მიმართა წერილით, რადგან მას ქრისტიანული წესით მონათვლა სურს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს