მარკ რუტე - პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ერთიანია და უკრაინა იღებს ყველა მხარდაჭერას, რომელიც სჭირდება გამარჯვებისთვის

ჩვენ უნდა დავაყენოთ უკრაინა საუკეთესო შესაძლო მდგომარეობაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოკავშირეებმა შეხვედრისას განიხილეს თავდაცვის ხარჯებისა და წარმოების გაზრდა.

“იმისთვის, რომ სრულად მზად ვიყოთ ამ გეგმების შესასრულებლად, ასევე მომავალში, ჩვენ გვჭირდება მეტი სამხედრო შესაძლებლობები და ამისთვის გვჭირდება მნიშვნელოვნად მეტი თავდაცვის ხარჯები, ასე რომ, დრო არ არის დასაკარგი. ჩვენი თავისუფლება და კეთილდღეობა ამაზეა დამოკიდებული”, - განაცხადა რუტემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეებმა „სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ“ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა გაითვალისწინეს და აღნიშნეს, რომ საჭიროა სასტიკი აგრესიული ომი დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი გზით.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ერთიანია და რომ უკრაინა იღებს ყველა მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება გამარჯვებისთვის. ცხადია, ჩვენ ინტენსიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ერთმანეთთან, მათ შორის აშშ-სთან”,- აღნიშნა მარკ რუტემ.

ცნობისთვის, 12-13 თებერვალს, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა წლის პირველი შეხვედრა გამართეს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია