ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

აქციების 78-ე დღეს მოქალაქეებმა პერფორმანსი მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სკამები მიიტანეს და ნახევარი საათის განმავლობაში მდუმარედ ისხდნენ პოლიციელების პირისპირ.

მოგვიანებით კი, აქცია დაასრულეს შეძახილებით - „ უსამართლო სასამართლო ხალხი ძალის გეშინოდეს“ ,,არა პოლიციურ რეჟიმს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ .

,,78 დღეა ეს ადამიანები სამი საფეხურით მაღლიდან გვიყურებენ, გვიყურებენ დაჟინებით, იციან ჩვენი მანქანების ნომრები, ჩვენი გადადგილების მარშრუტი. ყველამ ვიცით როგორ მუშაობს პოლიციური რეჟიმი და როგორ შეუძლიათ წნეხში ამყოფონ ადამიანები. ნიშნად ამისა, მოვედით დუმილით, რომ ჩვენგან ვერანაირი ინფორმაცია ვერ გაიგონ გარდა იმისა, რასაც ვითხოვთ ეს არის: „ცეცხლი ოლიგარქიას,“ ,,დამხობა პოლიციურ რეჟიმს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, ,,ხელახალი არჩევნები“. ჩვენ ერთგვარი მაყურებლების როლში ვიყავით , რადგან დიდი ხანია თვითონ გვიყურებენ. იყვნენ თვითონ ამ ცირკის მონაწილეები,მათ ყველა ხასიათი, ფიქრი ეწერათ სახეზე და თვალებზე“,- განაცხადა აქციის მონაწილე მარიამ სიჭინავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება