ემანუელ მაკრონი - მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა, ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნაბიჯებს „ელექტროშოკს“ უწოდებს, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს დაიცვას როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის მომავალი.

"ეს არის ელექტროშოკი, გვჭირდება ასიმეტრიული დარტყმები, გვჭირდება გარე დარტყმები. ევროპელებისთვის ეს ეგზოგენური შოკია. ამან უნდა მოიტანოს სიცხადე ევროპაში მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ მათ შეეძლოთ ცხოვრება სტრატეგიული დამოკიდებულების მდგომარეობაში", - განაცხადა მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია მოლაპარაკება მისი ქვეყნის სახელით და რომ „მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა“ ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის.

„ამ ეტაპზე ერთადერთი საკითხია, არის თუ არა პრეზიდენტი პუტინი ჭეშმარიტად, მდგრადად და სარწმუნოდ მზად, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. ამის შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინელების გადასაწყვეტია“, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ „ყველამ სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს