სასამართლოში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, დეტექტივ გოჩა ონიანს დაკითხავენ.

სხდომას ესწრება ბრალდებული გიორგი მინდაძე.

ცნობისთვის, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც ფეხზე დაზიანება მიიღო.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!