დეტექტივი აქციაზე დაკავებულ 21 წლის გიორგი მინდაძის საქმეზე - სოციალურ ქსელში ვნახე, რომ პიროვნება ისვრის პიროტექნიკას, რომელიც პიროვნებას ხვდება - ეს ჩავთვალე სამართალდარღვევად, ვიდეო ჩამოვტვირთე და ხელმძღვანელობას მოვახსენე

დეტექტივ გოჩა ონიანის ჩვენების მიხედვით, პოლიციის სამმართველოში ყოფნის დროს, სოციალურ ქსელში ნახა, თუ როგორ ისროდა 21 წლის ბრალდებული გიორგი მინდაძე პიროტექნიკას და როგორ მოხვდა ის სამართალდამცავს.

როგორც მოწმემ აღნიშნა, მან ეს სამართალდარღვევად მიიჩნია და ვიდეომასალა ჩამოწერა. მიუხედავად იმისა, რომ დეტექტივმა სროლის ფაქტი დაინახა, აცხადებს, რომ კონკრეტულად რომელ პოლიციელს მოხვდა ის, ვერ გაარჩია.

„ეს ჩავთვალე სამართალდარღვევად, ვიდეო „ფეისბუქ“ გვერდიდან ჩამოვტვირთე და პატაკის სახით ჩემს ხელმძღვანელობას მოვახსენე, ბმულიც დავურთე. ახალგაზრდა მამაკაცი იყო საშუალო აღნაგობის, ხელში მოგრძო ფორმის მაშხალის მაგვარი ეკავა. იმ მონაკვეთში მხოლოდ ეს პირი ჩანდა.

ვიდეოში ის პოლიციის თანამშრომელს ხვდება, მაგრამ ვის, ვერ გაარჩევ. ასე მახსოვს, რომ წელს ქვემოთ ხვდება.

ჩანს, რომ პიროვნება ისვრის და ჩანს, რომ პიროვნებას ხვდება“, - განაცხადა ონიანმა.

ამ წუთებში სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალას იკვლევენ, რაც პროკურორის განმარტებით, მომხდარს აღწერს.

ცნობისთვის, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც ფეხზე დაზიანება მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს