ლევან მახაშვილი - ტყუილებით სავსე რეზოლუციების მიღებით ევროპარლამენტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს - ის არის ცარიელი ქაღალდი, ცარიელი სიტყვები და მას არანაირი ფასი არ აქვს

ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია არის ცარიელი ქაღალდი, ცარიელი სიტყვები და მას არანაირი ფასი არა აქვს - ფასი და სამართლებრივი ძალა არა აქვს თავად ევროკავშირისათვის, რადგან ის შესასრულებლად სავალდებულო არ არის! - ასე ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

მახაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნებისათვის” ვერანაირი ფასი ვერ ექნება ისეთ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანს ჩალის ფასი აქვს”.

“დოკუმენტში არის არაერთი დეზინფორმაცია, ტყუილი, საქართველოს ხელისუფლებასა და ზოგადად, საქართველოზე არის უსამართლო შეტევა.

თავად ევროკავშირისა და ევროპის ინსტიტუტებმა არაერთხელ ამხილეს ტყუილში ევროპარლამენტის რეზოლუციები. ტყუილებით სავსე რეზოლუციების მიღებით ევროპარლამენტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს. ამ დოკუმენტს ჩვენთვის ფასი არა აქვს!

რეზოლუციაში არაერთი სახელი ვნახეთ - ეს არის იერიში ადამიანებზე, რომლებიც ემსახურებიან სიმართლეს და მათზე იერიშის მიტანას ამიტომ ცდილობენ.

ამიტომ გაილაშქრეს კონკრეტულ მედიაორგანიზაციებზე, რომლებიც მათ იდეოლოგიას არ ემსახურება და პირიქით, სიცრუესა და დეზინფორმაციაში ამხელენ.

ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქცია კი არის დადასტურება იმისა, თუ როგორ უხარიათ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევა და შტურმი. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები დიდი ხანია პარტიულ-პოლიტიკურ საქმიანობას გასცდა და არის პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევის ანატომია.

როდესაც შენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს - ვიზალიბერალიზაციას თუ ნებისმიერ სხვა მიღწევას უტევ, ამით საკუთარი სახელმწიფოს და მოსახლეობის წინააღმდეგ იბრძვი”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო