რატი იონათამიშვილი - NED-ი არაერთ ქვეყანაშია მხილებული ძირისგამომთხრელ საქმიანობაში - მოხარული ვარ, რომ ეს კრიტიკა უმაღლესი დონიდან ისმის

NED-ი არაერთ ქვეყანაშია მხილებული ძირისგამომთხრელ საქმიანობაში - მოხარული ვარ, რომ ეს კრიტიკა უმაღლესი დონიდან ისმის, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ NED-ს დაფინანსების შეჩერების თაობაზე დასმულ კითხვას.

იონათამიშვილის თქმით, ეს ორგანიზაცია შეურაცხყოფას, პირველ რიგში, აშშ-ს და ამერიკელი ხალხის დამსახურებას აყენებდა.

“NED-ს მათთვის რეპუტაციული ზიანი მოჰქონდა.

მსგავსი საქმიანობის გამო ჯერ კიდევ წლების წინ სახელმწიფო დეპარტამენტის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები წუხდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ამაზე ღიად ჩვენს გარდა არავინ საუბრობდა", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება