„საქართველოს ბანკმა“ ბიზნესებისთვის ერთიანი სივრცე შექმნა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნასა და გაზიარებას აგრძელებს. იმისთვის, რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის საჭირო არასაბანკო სერვისისა თუ პროდუქტის მოძიება მაქსიმალურად მარტივად იყოს შესაძლებელი, ბანკმა ბიზნეს 360° შეიქმნა. ეს არის ციფრული პლატფორმა, სადაც ბიზნესის განვითარებისთვის ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გაერთიანებული.

პლატფორმა აერთიანებს:

  • ბიზნეს შეთავაზებებს - ფასდაკლებებს, სპეციალურ შეღავათებსა თუ ქეშბექებს ბიზნესისთვის;
  • ბიზნეს ღონისძიეებებს - მეწარმე ქალებისთვის და არა მარტო, რომლებსაც უძღვებიან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები;
  • ბიზნესის მხარდაჭერის პროექტებს, როგორებიცაა ბუღალტერიის განვითარების პროგრამა, გაციფრულების პროგრამა და სხვა;
  • ბიზნეს განათლებას - უფასო ბიზნესკურსებს, სექტორულ კვლევებსა და რჩევებს

პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია ასევე ბიზნესსიახლეების გამოწერა. გარდა ამისა, საინტერესო ბიზნესისტორიებისა თუ შესაძლებლობების ბლოგის მეშვეობით გაცნობა.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური და ტექნოლოგიური ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმების შექმნა, რომელიც ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურობას გაამარტივებს. ამასთან, დაეხმარება დროისა და რესურსების დაზოგვაში. ბიზნეს 360° ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს ერთ სივრცეში, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ვქმნით - იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა. ვფიქრობთ, ამ პლატფორმის დახმარებით, ბიზნესები შეძლებენ, უფრო ეფექტიანად გაუძღვნენ საკუთარ საქმიანობას, ეფექტურად განკარგონ დრო და კიდევ უფრო გააძლიერონ ბიზნესი“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

ბიზნეს 360°-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და პლატფორმაზე არსებული შესაძლებლობებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს