ნინო ლომჯარია - ხვალ, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დავუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს და მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთობა

ხვალ, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დავუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს, ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთობა, შეურიგებლობა დიქტატორული კანონების მიმართ, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ 15 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად, დაჩქარებული წესით მიიღო ანტიკონსტიტუციური ცვლილებები.

„მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად, დაჩქარებული წესით მიიღო ანტიკონსტიტუციური ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. რეალურად, ამ ცვლილებებით შეიძლება ითქვას, რომ შეკრების და გამოხატვის უფლებების მნიშვნელოვანი ასპექტები აიკრძალა. თუმცა, ეს ჩვენ ვერ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ყველა ამ ქმედების მიზეზი არის ტერორი, საზოგადოება შეშინდეს და არ ჰქონდეთ სურვილი ისარგებლონ კონსტიტუციური და საერთაშორისოდ აღიარებული უფლებით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ერთსულოვნება, სოლიდარობა, ერთობა.

ხვალ ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დავუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს, ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთობა, სოლიდარობა, შეურიგებლობა დიქტატორული კანონების მიმართ“,- აღნიშნა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს აქცია იგეგმება. აქცია 18:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს