თენგო თევზაძის ინფორმაციით, სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მიუხედავად, ანტიკორუფციულმა ბიურომ, თანამდებობის პირის დეკლარაციის შეუვსებლობის გამო დააჯარიმა

პარტია „ახალის“ წევრი, თენგო თევზაძე აცხადებს, რომ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მიუხედავად, ანტიკორუფციულმა ბიურომ, თანამდებობის პირის დეკლარაციის შეუვსებლობის გამო 1000 ლარით დააჯარიმა.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ანტიკორუფციული ბიუროს განკარგულებასაც ასაჯაროებს.

ამასთან, როგორც თენგო თევზაძე აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ დეკლარაციას ორი კვირაში არ შეავსებს, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისრება.

„ამ ე.წ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ვცნობ. დავწერეთ განცხადება, დროში გაწელეს, ბოლოს დააკმაყოფილეს. ამ დროს ანტიკორუფციულმა მაინც დამაჯარიმა. მემუქრებიან, ორ კვირაში თუ თანამდებობის პირის დეკლარაციას არ შეავსებ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისრებაო. სადმე დამნიშნე რაჟდენჩიკ?“, - წერს თენგო თევზაძე.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს, პარლამენტმა 5 თებერვალს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა, მათ შორის, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა თენგო თევზაძესაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს