კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი

კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მამაკაცმა 80 წელს გადაცილებულ ქალს სასიკვდილო ჭრილობა „ნაჯახით“ მიაყენა.

„ამბობენ, რომ ნაჯახით მოკლაო. რომ მოკლა, შემდეგ დაურეკავს ბათუმში, მეგობრისთვის და უთქვამს მოვკალიო. [მეგობარს] კასპში დაურეკავს პოლიციაში. სახლში რომ შესულან, ქალი იატაკზე ეგდო“,- აღნიშნავს მეზობელი.

მათივე ინფორმაციით, ქალი რაჭაში ცხოვრობდა.

„წამიყვანია რაჭაში იმ ქალთან. ვიცი, რომ ბებო იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ“,-აღნიშნავენ მეზობლები.

ინფორმაციისთვის, კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ სასირეთში ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ხანდაზმულ წევრს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც 80 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა. ბრალდებული - 35 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. თანასოფლელების თქმით, ბრალდებული გარდაცვლილის გერის შვილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება