ნინო ევგენიძე - ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის მიწვეული მიუნხენის კონფერენციაზე, ცხადყოფს, რამხელა იზოლაციაში არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით

ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის მიწვეული მიუნხენის კონფერენციაზე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამხელა იზოლაციაში არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიული და ცივილური სამყარო „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ქვეყნის კანონიერ წარმომადგენლად არ აღიარებს.

გარდა ამისა, მან 15 თებერვალს დაანონსებულ მარშთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის პროტესტის დამსახურებით, „რუსული რეჟიმი“ საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული.

„ვფიქრობ, რომ ამ პროცესმა, მთელმა ამ პროტესტმა საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებს მიღწია. სანქციები არის მხოლოდ ქართველო ხალხის და ჩვენი შეუპოვარი ბრძოლის დამსახურება. ამასთან, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს თანადგომას სინდისის პატიმრების მიმართ,“ - განაცხადა ევგენიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს