გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

როგორც აღნიშნულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის მიწოდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და სოფელ გლდანს შეეხება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 თებერვალს 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში აღმაშენებლის, 26 მაისის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ყაზბეგის, გამარჯვების, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 16:00-იდან 18:30 საათამდე - მომხმარებლების ნაწილს სოფელ გლდანში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე.

14:00-იდან 18:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წითელიკლდე, ჩინთი, დოლოშა, გურგალველი, ახალციხე, ვარცლა, მიგრიაულები, მჭადიჯვარი, ლამოვანი, კოდისწყარო, ძალისი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება