პაატა კვიჟინაძე „ოფშორების კანონზე“- თუ ვინმემ ისარგებლა აღნიშნული კანონით მოხარული ვარ - რა არის ცუდი იმაში თუ ქვეყანაში შემოდის მეტი ფული და აქტივები

ექსპერტთა კომიტეტის, „მანივალის“ მიერ სიღრმისეული შესწავლის შემდეგ „ოფშორების კანონზე“ შენიშვნები არ ყოფილა, რითაც დასტურდება, რომ ის სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე სოციალურ ქსელში წერს.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, თუ ვინმემ ისარგებლა აღნიშნული კანონით, ეს ძალიან კარგია, სწორედ მაგ მიზანს ემსახურებოდა კანონის მიღება, რომ მოხდეს ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანა და მეტი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში.

„უნდა აღინიშნოს, რომ ოფშორული ზონების უმრავლესობა ევროპისა და აშშ-ის იურისდიქციის, კონტროლის ან გავლენის ქვეშ იმყოფება, სადაც გამოიყენება აშშ დოლარი და ევრო.

ჩვენს მიერ მიღებული კანონი „ზღვაში წვეთია“, დავაწესეთ დროებითი შეღავათები. კერძოდ, თუ საქართველოს საწარმოს წილის მფლობელია ოფშორში რეგისტრირებული კომპანია, და ეს პირი გადმოიტანს ამ წილებს საქართველოში, ეს არ დაიბეგრება „ერთჯერადად“ გადმოტანის დროს გადასახადებით, ხოლო შემდეგ დაიბეგრებიან ჩვეულებრივად. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი კანონმდებლობა და ჩვენც განვახორციელეთ შესაბამისი ცვლილება.

ჯერ კიდევ შარშან, რადიკალურმა ოპოზიციამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისმა მიმართა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტს „მანივალს“ შეესწავლა ოფშორების კანონი. სიღრმისეული შესწავლის შემდეგ „მანივალის“ მიერ საქართველოში გამოგზავნილ წერილში კანონთან დაკავშირებით შენიშვნები არ ყოფილა, რითაც დასტურდება, რომ კანონი სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ და როგორ ისარგებლა საგადასახადო შეღავათებით, ეს ჩემთვის უცნობია, ვინაიდან კანონმდებლობით ეს საგადასახადო საიდუმლოებაა. ცხადია, რადიკალური ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ პიროვნებაზე მათი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვინმემ ისარგებლა აღნიშნული კანონით მოხარული ვარ, ეს ძალიან კარგია, სწორედ მაგ მიზანს ემსახურებოდა კანონის მიღება, რომ მოხდეს ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანა და მეტი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. რა არის ცუდი იმაში თუ ქვეყანაში შემოდის მეტი ფული და აქტივები“, - წერს პაატა კვიჟინაძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო