ანონსი  15 თებერვალი

15 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „პულმანის“ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ონკოლოგიის სკოლის, რადიოლოგთა ასოციაციისა და თოდუას კლინიკის ორგანიზებით, ექიმთა პირველი სიმპოზიუმი გაიმართება.

თემა – „მეტასტაზური ძუძუს კიბო: დიაგნოსტიკა და მკურნალობა“.

საკონტაქტო: 599 044705 - მანჩი გაბელია

15 თებერვალს, 11:00 საათზე, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან წაიკითხავს საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეაში გაერთიანებული ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართვას მედიის უფლებების დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის.

ბრიფინგს დაესწრებიან ნოემბერ-დეკემბერში აქციებზე დაზარალებული ჟურნალისტებიც.

საკონტაქტო: ნატო ნიჟარაძე 599550466; თინათინ მაჭარაშვილი 598426778

15 თებერვალს, 14:00 საათზე, მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები „ვივამედთან“ სოლიდარობის აქციას გამართავენ.

15 თებერვალს, 18:00 საათზე, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ „საპროტესტო მარში“ გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება