პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, დეკლარაციის არ შევსებისთვის დააჯარიმეს, რასაც სასამართლოში გაასაჩივრებს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ დეკლარაციის არ შევსებისთვის დააჯარიმეს. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„დღეს მივიღე ფოსტით წერილი 1000 ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც დავასაბუთეთ რატომ არ ვავსებდით ამ დეკლარაციას, იქვე მივუთითეთ, რომ დაწერილი გვაქვს განცხადება, იმ ეტაპისთვის არ იყო დაკმაყოფილებული ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტა და თავს არ მივიჩნევთ დეპუტატებად, პრაქტიკულად არ ვახორციელებთ ამ უფლებამოსილებას და არ უნდა გვევალებოდეს დეკლარაციის შევსება და მაინც ჯარიმა მოვიდა. ახლა ამას სასამართლოში გავასაჩივრებთ და რაიმე საღი აზრი სასამართლო მართლმსაჯულების შიგნით თუ არსებობს, ადამიანებს, რომლებიც უკვე აღარ ვართ პარლამენტის წევრები, მაინც გვავალდებულებენ ამ დეკლარაციის შევსებას, თუ არადა გვაჯარიმებენ. ასე რომ, თუ სასამართლო სისტემას კონკრეტული დავალება არ მისცეს, იმედი მაქვს, რომ გასაჩივრების შემთხვევაში საღი აზრი გაიმარჯვებს”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს