გიორგი გახარია - ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრთან შეხვედრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხო

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია, მიუნხენში, საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადთს შეხვდა. როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და საქართველოს ევროპულ მომავალს.

„პრეზიდენტ მაკრონის ლიდერობა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ძალისხმევის მობილიზებისას საქართველოსთან მიმართებით. მე ღრმად ვაფასებ მის ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული გზისადმი. ის მტკიცედ დგას დემოკრატიის უკუსვლისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და შესაბამისად, მას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოში არსებული კრიზისის მოგვარებაში.

ახლა მკაფიო ზომების მიღებაა საჭირო პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, დემოკრატიულ პირობებში ახალი არჩევნების ჩასატარებლად და რუსული გავლენებისგან რეგიონული უსაფრთხოების დასაცავად“,- აცხადებს გიორგი გახარია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება