სალომე ზურაბიშვილი - არსებობს რუსული კანონი ოფშორებზე, რომელიც საქართველოს ოფშორების ოფშორად აქცევს

ეს რევოლუცია არ არის. გვყავს ძალიან შეგნებული მოსახლეობა, რომელიც ძალიან მშვიდობიანია და ძალიან შეგნებულია იმ ფაქტზე, რომ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ, რომელიც რევოლუციური გზის საშუალებას არ იძლევა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ განაცხადა.

„თქვენი კითხვაა: „როგორ ამარცხებთ დიქტატურას?” ვინაიდან ამ მომენტისთვის გვყავს სუსტი, მაგრამ დიქტატურა. წინააღმდეგობით, და ვფიქრობ ხალხს ეს აქვს გადაწყვეტილი. ვფიქრობ, ჩემი როლი იმაშია, რომ მოვახდინო არსებული პოლიტიკურ პარტიების უფრო მეტად კონსოლიდაცია, მაგრამ არა მხოლოდ არსებულების, ვინაიდან ნათელია, რომ ქუჩის პროტესტი ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის პროცესშია, რომელიც სავარაუდოდ, თავად განსაზღვრავენ ქუჩის შემდგომ სტრატეგიას…

მე არ ვარ პროტესტების ორგანიზატორი, მხარდამჭერი ვარ, მაგრამ რაც მესმის ამ ხალხისგან არის ის, რომ გადაწყვეტილი აქვთ ქუჩაში დარჩენა, ზოგიერთს ციხეში დარჩენა თუ საჭიროა. არავის არ გამოუგონებია რა არის სტრატეგია დიქტატურის დასამარცხებლად, გარდა წინააღმდეგობისა. რა თქმა უნდა, გარე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მორალურად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის…

ერთი რამ, რაც ყოველთვის ძალიან კრიტიკულად აღიქმება, არის [მომენტები], როდესაც რომელიმე ჩვენი პარტნიორი ფიქრობს, თითქოს ჯერ კიდევ შეიძლება რამის გაკეთება „ქართული ოცნების“ ბოლომდე რუსეთისკენ წასვლისა და ევროპისგან დაშორების შესაჩერებლად. მაშინ როდესაც ყველა ჩვენგანმა ქვეყნის შიგნით ვიცით, რომ ეს დასრულებულია, ეს თამაში წაგებულია. ასე რომ, ხალხი ელის, რომ სიმართლე ითქმება, რომ დაგმობები ცხადი იქნება, დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია, არავის არ ელის რაიმე ფორმის პირდაპირ შემოჭრას, პირდაპირ მხარდაჭერას.

თუმცა ზოგიერთი რამ, რაც ითქვა, მაგალითად, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტები ამბობენ, რომ რაც [საქართველოს] მთავრობას უნდა გადასცემოდა სამთავრობო დაფინანსების პროგრამების ნაწილად, ნაცვლად სამოქალაქო საზოგადოებას უნდა გადაეცეს. ყველა სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც აქ მოსვლამდე ვნახე, ყველამ მითხრა, რომ არაფერი არ უნახავთ [დაფინანსების მხრივ] და სანამ ის მოვა, შესაძლოა ზედმეტად გვიანი იყოს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა „ოფშორების შესახებ“ კანონზეც.

„არსებობს რუსული კანონი ოფშორებზე, და ეს ყველა პარტნიორისთვის შეშფოთების საგანი უნდა იყოს, რომელიც საქართველოს ოფშორების ოფშორად აქცევს. ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ბატონ ივანიშვილს, როგორც მთავარ ოლიგარქს საქართველოში, არამედ შესაძლო, პოტენციურად დასანქცირებულ რუს ოლიგარქებს შეეძლებათ მათი აქტივების საქართველოში გადმოტანა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო