სალომე ზურაბიშვილი - თუ საპარლამენტო არჩევნები არ გვექნება მანამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, არა მგონია, რომ ხალხი ადგილობრივ არჩევნებზე მივა

პარტიებმა რომც მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, მოსახლეობაში ძალიან დიდი უნდობლობა იქნება იმაზე თუ როგორ შეიძლება ეს არჩევნები ასე მოულოდნელად ასე თავისუფალი და სამართლიანი გამხდარიყო, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ განაცხადა.

„თუ საპარლამენტო არჩევნები არ გვექნება მანამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, არა მგონია, რომ ხალხი ადგილობრივ არჩევნებზე მივა, ვინაიდან არ დაიჯერებენ, რომ ეს შეიძლება ჩატარდეს. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი არჩევნები სრულიად ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ იქნება, ვინაიდან არაფერი იქნება მმართველ დონეზე შეცვლილი.

ერთი პარტია უკვე ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის, ყოველ დღე კიდევ უფრო ცვლიან საარჩევნო კოდექსს, რათა თავიანთ საჭიროებებს მოარგონ. ასე რომ, პარტიებმა რომც მიიღონ ამ [ადგილობრივ] არჩევნებში მონაწილეობა, მოსახლეობაში იმხელა უნდობლობა იქნება იმაზე თუ როგორ შეიძლება ეს არჩევნები ასე მოულოდნელად ასე თავისუფალი და სამართლიანი გამხდარიყო, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნები არ იყო [თავისუფალი და სამართლიანი], რომ რთული წარმოსადგენია.

მაგრამ ეს ისეთი რამეა, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ უნდა გადაწყდეს თავის დროზე. დღეისთვის საპროტესტო მოძრაობა ბოლომდე ორიენტირებულია ერთ მოთხოვნაზე, რაც არის - ახალი არჩევნები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი