თორნიკე შარაშენიძე - ევროკავშირი დიდი ხანია მოზომილ ქმედებებზე და შეშფოთებებზეა გადასული - თუ გადაწყვეტენ, რაიმე მკვეთრი ნაბიჯი გადადგან, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, ჯერ აუცილებლად ამერიკას კითხავენ

ევროკავშირი დიდი ხანია მხოლოდ და მხოლოდ მოზომილ ქმედებებზე და შეშფოთებებზეა გადასული - ისინი თუ გადაწყვეტენ, რომ რაიმე მკვეთრი ნაბიჯი გადადგან, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, ჯერ აუცილებლად ამერიკას კითხავენ, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თორნიკე შარაშენიძის განმარტებით, ევროპარლამენტის წინა რეზოლუციებს განსაკუთრებული ცვლილებები არ გამოუწვევია, შესაბამისად, არც ახლანდელი რეზოლუციის მიმართ უნდა გვქონდეს განსხვავებული მოლოდინი.

„არალეგიტიმურად გამოცხადება რას ნიშნავს იცით? სულ რომ გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობა. მაგალითად, გერმანიამ დახუროს საელჩო და წავიდეს. ეს კი ბატონო, დემონსტრირებაა არალეგიტიმურობის, ისინი არ ცნობენ ამ მთავრობას, მაგრამ არ ხდება ჯერჯერობით ეს. საელჩო მუშაობს, გამოდის ელჩი, დატუქსავს ხოლმე ამ მთავრობას და ამით მთავრდება ყველაფერი.

ევროკავშირი დიდი ხანია მხოლოდ და მხოლოდ მოზომილ ქმედებებზე და შეშფოთებებზეა გადასული. ევროკავშირი არის სამოთხე დედამიწის ზურგზე, მაგრამ ამ სამოთხეს აქვს ერთი მინუსი, მათ დიდი ხანია უარი თქვეს არა მხოლოდ ძალისმიერ პოლიტიკაზე, არამედ უხეშ პოლიტიკაზეც. შესაბამისად, ისინი თუ გადაწყვეტენ, რომ რაიმე მკვეთრი ნაბიჯი გადადგან, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, ჯერ აუცილებლად ამერიკას კითხავენ. დიდი ხანია ისინი ამერიკის გარეშე მკვეთრ ნაბიჯებს არ დგამენ და ვერ დგამენ იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათ იცავს, მოყოლებული მეორე მსოფლიო ომიდან. ეს არის ფასი, რასაც ევროკავშირი იხდის. თუმცა მშვენიერი ფასია - „შენ დამიცავი, მე კარგად ვიცხოვრებ“, ამაზეა საუბარი. ჩვენც ევროკავშირში შესვლა ამიტომ გვინდა.

რადგან ამერიკას არ ცალია საქართველოსთვის, შესაბამისად, ყველაფერი დაპაუზებულია ევროკავშირში. საქართველოსთან მიმართებაში სანქციები და სხვა რაღაცები დაპაუზებულია. მეტიც, ბაიდენის დროსაც კი, როცა მისი ადმინისტრაცია გაცილებით უფრო მტრული იყო „ქართული ოცნების“ მიმართ, ტრამპი ჯერჯერობით ამას არ ამჟღავნებს, მაშინაც კი ევროკავშირი სანქციებზე ვერ შეთანხმდა. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.

რეზოლუციას რაც შეეხება, მერამდენე ასეთი რეზოლუციაა? რატომ უნდა იყოს განსხვავებული მოლოდინი მეხუთე თუ მეექვსე რეზოლუციის მერე, როცა არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა მეორესა თუ მესამეს მერე? სალომე ზურაბიშვილი რომც ჩათვალონ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, საქართველოს პრეზიდენტს რა უფლებამოსილებები გააჩნია? ჩათვალონ, რა მერე? იქ რომ შეპირდება რამეს, რომ ჩამოვა როგორ გააკეთებს, რა ბერკეტები აქვს? ეს არის მთავარი შეკითხვა“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს