აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი - ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე არ არის რუსეთი, ჩინეთი, ან რომელიმე სხვა გარე აქტორი - რაზეც მე ვღელავ, არის საფრთხე შიგნიდან

ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი, არ არის რომელიმე სხვა გარე აქტორი, რაზეც მე ვღელავ, არის საფრთხე შიგნიდან, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„მაშინ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებულია ევროპულ უსაფრთხოებაზე და სჯერა, რომ შეგვიძლია რუსეთსა და უკრაინას შორის გონივრულ შეთანხმებამდე მისვლა, და ასევე გვჯერა, რომ მომდევნო წლებში ევროპამ დიდი ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი თავდაცვის დაფინანსებაში, ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე, რომელზეც მე ვღელავ ყველაზე მეტად, არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი, არ არის რომელიმე სხვა გარე აქტორი. რაზეც მე ვღელავ, არის საფრთხე შიგნიდან. ევროპის უკან დახევა მისი ზოგიერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებებისგან, ღირებულებებისგან, რომლებიც გაზიარებულია შეერთებულ შტატებთან.

შოკირებული ვიყავი, როდესაც ყოფილი ევროპელი კომისარი ცოტა ხნის წინ ტელევიზიაში გამოვიდა და აღფრთოვანებული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ არჩევნები გააბათილა. მან გაგვაფრთხილა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, იგივე რამ გერმანიაშიც შეიძლება მოხდეს…

სამწუხაროდ, როდესაც დღევანდელ ევროპას ვუყურებ, ხანდახან არც ისე ნათელია რა დაემართა ცივი ომის ზოგიერთ გამარჯვებულს. ვუყურებ ბრიუსელს, რომლის კომისრებიც მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ სოციალური მედიის დახურვას გეგმავენ სამოქალაქო აჯანყებების პერიოდში, მომენტში, როდესაც ისინი დაინახავენ „სიძულვილის შემცველ კონტენტს“, - განაცხადა ვენსმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს