გერმანიის თავდაცვის მინისტრი - თუ სწორად გავიგე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის მდგომარეობა იმ მდგომარეობას შეადარა, რომელიც ზოგიერთ ავტორიტარულ რეჟიმში ბატონობს, ეს მიუღებელია

თუ სწორად გავიგე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ევროპის მდგომარეობა იმ მდგომარეობას შეადარა, რომელიც ზოგიერთ ავტორიტარულ რეჟიმში ბატონობს, ეს მიუღებელია, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„ტრანსატლანტიკური ალიანსის მტკიცე მხარდამჭერი ვარ და ამერიკის მტკიცე მოკავშირე და მეგობარი ვარ. ამერიკული ოცნება ისეთი რამეა, რაც ყოველთვის მხიბლავდა და შთაგონებას მაძლევდა და ამიტომ არ შემიძლია უბრალოდ იგნორირება გავუკეთო იმას, რაც ახლა მოვისმინეთ. არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო სიტყვით გამოსვლაზე, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინეთ.

„თქვენი უფლებისთვის ვიბრძვით, იყოთ ჩვენს წინააღმდეგ” - ეს ბუნდესვერის [გერმანიის შეიარაღებული ძალები] ერთ-ერთი ლოზუნგია და ეს ჩვენს დემოკრატიას ნიშნავს. ამ დემოკრატიას, რომელიც ახლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. არა მხოლოდ გერმანიის დემოკრატია, არამედ მთლიანად ევროპის. მან დემოკრატიის განულებაზე ისაუბრა და თუ სწორად გავიგე, მან ევროპის მდგომარეობა იმ მდგომარეობას შეადარა, რომელიც ზოგიერთ ავტორიტარულ რეჟიმში ბატონობს. ქალბატონებო და ბატონებო, ეს მიუღებელია.

ჩვენს დემოკრატიაში ყოველ მოსაზრებას აქვს ხმა და ეს საშუალებას აძლევს პარტიებს, რომლებიც ნაწილობრივ ექსტრემისტულები არიან, როგორიც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არის, მათ შეუძლიათ კამპანიის წარმოება, როგორც ნებისმიერ სხვა პარტიას…

მაგრამ დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ხმაურიანი უმცირესობა ავტომატურად მართალი იქნება და მათ არ შეუძლიათ გადაწყვიტონ რა არის სიმართლე. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია და დემოკრატიას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც მის განადგურებას ცდილობენ. მიხარია ევროპაში ცხოვრება, სადაც ეს დემოკრატია ყოველ დღე დაცულია მისი შიდა და გარე მტრებისგან”, - განაცხადა პისტორიუსმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება