ჯო უილსონი - მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად

მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. მას ესმის თავისუფლებისა და დემოკრატიის მნიშვნელობა მსოფლიოს გარშემო. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად და სირიაზე სანქციების შესამსუბუქებლად, რათა სირიელებს დაბრუნებისა და აღმშენებლობის საშუალება მიეცეთ,” - წერს უილსონი.

უილსონის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსურათში მას და რუბიოს გარდა კადრში ასევე არიან კონგრესმენი ნილ დანი (რესპუბლიკური პარტია), სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი (დემოკრატიული პარტია) და სენატორი კრის კუნსი (დემოკრატიული პარტია).

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება