აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გერმანიის კანცლერობის კანდიდატს, ალის ვაიდელს შეხვდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გერმანიის კანცლერობის კანდიდატს, ალის ვაიდელს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერისა და გერმანიის კანცლერობის კანდიდატის, ალის ვაიდელის პრესსპიკერის ცნობით, ვაიდელი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს სასტუმროში შეხვდა და მათ სიტყვის თავისუფლების, გერმანიის შიდა პოლიტიკისა და უკრაინაში ომის საკითხები განიხილეს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ჯეი დი ვენსი გერმანიის ყველა მთავარი პარტიის ლიდერს შეხვდა.

გუშინ, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელი ლიდერები ულტრამემარჯვენე პარტიებთან მუშაობაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა.

„თუ საკუთარი ამომრჩევლების გეშინიათ, მაშინ ამერიკას თქვენთვის არაფრის გაკეთება შეუძლია. თქვენ დემოკრატიული მანდატები გჭირდებათ, რათა მომავალში რაიმე ღირებულს მიაღწიოთ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება